არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო 16.03.2026 20:30

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბარის შემდეგ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.

რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ "დრუჟბას" აღდგენის საკითხს დაეთმო.

"სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია, შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის, ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს,"- წერს რობერტ ფიცო. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ