16.03.2026 20:44
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე ირანში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო კამპანიამ ბოლო დღეების განმავლობაში „სრული ძალით იმოქმედა".
პრეზიდენტის თქმით, ირანის სამხედრო პოტენციალს გამანადგურებელი დარტყმა მიადგა.
„მათი სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს, სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, უამრავი გემი ჩაიძირა", - აღნიშნა ტრამპმა.
„აღარ აქვთ რადარები, აღარ ჰყავთ ლიდერები... სხვა მხრივ, საქმეები საკმაოდ კარგად მისდით", - განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ-მა ირანის მასშტაბით 7 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა; ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა; დრონებით თავდასხმები 95%-ითაა შემცირებული; ბოლო კვირანახევრის განმავლობაში ჩაძირული ან განადგურებულია ირანის საზღვაო ფლოტის 100-ზე მეტი ხომალდი.
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განადგურებულია 30-ზე მეტი ნაღმდამშენი გემი. მისი მტკიცებით, ირანის დრონების შესაძლებლობები „ნულს უახლოვდება".
ავტორ(ებ)ი :