16.03.2026 23:59
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის მზად ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აშშ-მა ეს ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
„არა, მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ამის მიზეზი არ არსებობს", - განუცხადა ტრამპმა კვირას გამოცემა The Hill-ს Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ისინი განადგურებულნი არიან. ვფიქრობ, ჩვენ მათ დიდი ზიანი მივაყენეთ", - განაცხადა მან.
„ახლა რომ წამოვიდეთ, მათ აღდგენისთვის 10 წელზე მეტი დასჭირდებათ, თუმცა გამარჯვებას მაინც არ ვაცხადებ", - დასძინა პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :