ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში მეფე ჩარლზს და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა 17.03.2026 20:44

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.

დაუნინგ სტრიტის განცხადებით, სტარმერი და ზელენსკი შეთანხმდნენ სამხედრო-სამრეწველო პარტნიორობაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გაზრდას ისახავს მიზნად.

ამასთან, ქვეყნები შეთანხმდნენ უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების ერთობლივ გაყიდვაზე საზღვარგარეთ - კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-საც შეხვდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთანაც გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ