17.03.2026 21:49
თეთრ სახლში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კირ სტარმერთან მისი ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს შესაძლებლობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენა, - წერს ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაერთიანებულ სამეფოსთან აქვს „უდიდესი გრძელვადიანი ურთიერთობა", რომელიც „საუკეთესო უნდა იყოს".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა „ყოველთვის საუკეთესო იყო, სანამ კირ სტარმერი გამოჩნდებოდა".
„ის მომწონს, კარგი ადამიანია... ძალიან კარგი ადამიანია, შესანიშნავი ოჯახით, ყველაფერი იდეალურადაა", - თქვა მან.
„მე უბრალოდ ვუთხარი: არ არის საჭირო ავიამზიდების გამოგზავნა, რამდენიმე ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი გამომიგზავნეთ, თქვენი ავიამზიდები არ გვჭირდება, თუმცა ავიამზიდებსაც კი ის მხოლოდ მას შემდეგ გამოგზავნიდა, რაც ჩვენ, არსებითად, უკვე გავიმარჯვებდით", - აღნიშნა მან.
„სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის", - დასძინა მან.
ავტორ(ებ)ი :