მარკ რუტე აცხადებს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „საუკეთესო გზას“ განიხილავენ 18.03.2026 19:32

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „საუკეთესო გზას" განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვაჭრობა კვლავ უნდა გაიხსნას. მე ვიცი, რომ მოკავშირეები ერთად მუშაობენ და განიხილავენ, თუ როგორ გააკეთონ ეს. NATO-ს მოკავშირეები ამაზე კოლექტიურად მუშაობენ, რათა წინსვლის გზა იპოვონ", - აღნიშნა რუტემ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრები აშშ-ს უნდა შეუერთდნენ სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გაგზავნონ სამხედრო გემები ტანკერების გასაცილებლად ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მომარაგებისთვის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ