20.03.2026 02:31
ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს, დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მან შეშფოთება გამოთქვა ჰორმუზის სრუტეში შესაძლო რთული სიტუაციის გამო.
როგორც „პოლიტიკო" წერს, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები გააფრთხილა, რომ ბლოკი, შეიძლება, ადვილად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ტოქსიკურ კონფლიქტში, საიდანაც თავის დაღწევა, შესაძლოა, რთული იყოს.
ამასთან, კალასმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის მიერ რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ავტორ(ებ)ი :