სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა 21.03.2026 17:51

სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, 25 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

კორეის უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ხანძარი პარასკევს გაჩნდა. მათი თქმით, ქარხანა Anjun Industrial-ს ეკუთვნოდა, რომელიც ძრავის სარქველებს აწარმოებს და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Hyundai Motor და Kia Corp.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სონ ჯუ-ჰვანმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ კომპანია სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ