მარია ზახაროვა - აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს 21.03.2026 21:00

 

აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს", - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს.

 

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმის შესახებ სააგენტოს უკვე აცნობა. მათივე ცნობით, ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ