26.03.2026 22:14
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა „სამი კვირის წინ, როცა ომი უკვე დასრულებული იყო".
„ვუთხარი, მშვენიერია, მადლობა, არ შეწუხდეთ, არ გვჭირდება", - განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ბრიტანული ავიამზიდები საუკეთესო არ არის, „სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით", - განმარტავს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია". აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩაერთვება.
„არა, მონაწილეობა ომის დასაწყისში უნდა მიიღოთ ან მის დაწყებამდეც კი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ სწორი შეთანხმების შემთხვევაში სავაჭრო გზა კვლავ გაიხსნება.
ავტორ(ებ)ი :