27.03.2026 17:33
ღამის განმავლობაში ირანში, ქალაქ ყუმში დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანული მედია წერს, თავდასხმა ყუმის ერთ-ერთ უბანზე განხორციელდა.
თავდაპირველად ინფორმაცია დადასტურებული იყო ექვსი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შემდგომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მაშველები დარტყმის ადგილზე, საცხოვრებელ უბანში ჩავიდნენ.
ავტორ(ებ)ი :