ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა 28.03.2026 16:43

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა. ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სარადარო სისტემამ „მნიშვნელოვანი" დაზიანება მიიღო რამდენიმე დრონით თავდასხმის შედეგად.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყანაზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქუვეითის ორი პორტი - მუბარაქ ელ ქაბირი და შუვაიხი დაზიანდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუვეითზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით, ერთი ფრთოსანი რაკეტითა და შვიდი დრონით განხორციელებულ თავდასხმა ქუვეითის ძალებმა მოიგერიეს. მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პარალელურად, ომანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სალალის მთავარ პორტზე ირანის დრონის თავდასხმის შედეგად უცხოელი მუშა დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ორი დრონი პორტის ტერიტორიაზე ჩავარდა, რომელიც ომანის უკიდურეს სამხრეთში, იემენთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმამ მცირე ზიანი მიაყენა ამწეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აბუ დაბიში ინდოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა „ნამსხვრევების ცვენის შედეგად", რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტის წარმატებით განეიტრალებას მოჰყვა. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ დაახლოებით 20 000 მეზღვაური ზღვაშია ჩარჩენილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ