WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება 29.03.2026 10:22

 

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სცენარები თეთრ სახლში უკვე კვირებია მუშავდება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ამერიკელი სამხედროებისთვის უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რაშიც იგულისხმება ირანული დრონები, რაკეტები, საპასუხო ცეცხლი და თვითნაკეთი ბომბები.

WP-ის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება კუნძულ ხარკის აღება, რომელიც ირანისთვის სპარსეთის ყურეში ნავთობის უმნიშვნელოვანესი ჰაბია. ასევე საუბარია რეიდებზე ჰორმუზის სრუტის სანაპიროებზე, რათა განადგურდეს ის შეიარაღება, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობას საფრთხეს უქმნის. წყაროების პროგნოზით, ამ ამოცანების შესრულებას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ორ თვემდე დასჭირდეს. ამასთან, ირანში ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, როგორც ამერიკელ კონგრესმენებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ