29.03.2026 10:30
ლიბანში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულ სამ ჟურნალისტს შორის იყო ლიბანელი რეპორტიორი, რომელიც "ჰეზბოლას" საკუთრებაში არსებულ ტელევიზიაში მუშაობდა, - იუწყება CNN-ი.
"ჰეზბოლას" საკუთრებაში არსებული ტელეარხი "ალ-მანარი" იტყობინება, რომ მათი ჟურნალისტი ალი შუაიბი ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა, როდესაც რაკეტა მის ავტომობილს მოხვდა.
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა შუაიბი "ტერორისტობაში" დაადანაშაულეს. მათი განმარტებით, ის "ჟურნალისტის საფარქვეშ" მოქმედებდა და სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების ადგილსამყოფელს ამხელდა.
"შუაიბის დაღუპვის შესახებ რეპორტაჟში "ალ-მანარმა" მას "მედიის წინააღმდეგობის სიმბოლო" უწოდა", - წერს CNN-ი.
ავტორ(ებ)ი :