"დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის,"- ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი 29.03.2026 11:08

 

ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა.

"ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა. იემენელ "ჰუსიტებთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კი დეფრინმა აღნიშნა, რომ ისრაელი მრავალფრონტიანი ომისთვის ემზადებოდა.

"ვიცით, როგორ დავიცვათ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ვმოქმედებთ, არ ვსაუბრობთ. დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ