ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა 29.03.2026 11:51

 

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში 3 500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავიდა. სამხედროები რეგიონში სადესანტო გემით, USS Tripoli-თ გადასვეს, რომლის ბორტზე ასევე იმყოფება სატრანსპორტო და სამხედრო ავიაცია, ასევე სადესანტო ტექნიკა.

ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ პენტაგონი ირანში რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ