29.03.2026 15:00
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მტკიცებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში თავდასხმა განხორციელდა აშშ-თან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე.
ირანული მედია წერს, რომ ირანელი სამხედროების სამიზნე გახდა ალუმინის საწარმოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში.
გავრცელებული ცნობით, საამიროებში განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელი ალუმინის წარმოების ხაზი 1.3 მილიონი ტონის სიმძლავრით, ხოლო ბაჰრეინის საწარმო ოპერირებს ამერიკული ინვესტიციებითა და აქციებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის არმიისთვის სამხედრო-სამრეწველო პროდუქციის მიწოდებაში.
ავტორ(ებ)ი :