30.03.2026 11:51
სომხეთის მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება" (Civil Contract) 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა.
ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა.
"მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია "სამოქალაქო თანხმობის" საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო", - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის" პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა.
ავტორ(ებ)ი :