30.03.2026 15:35
ბრიტანელი ჯარისკაცები ირანში არ იქნებიან, ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ მასში არ ჩავერთვებით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე - განიხილავს თუ არა ის ბრიტანელი სამხედროების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთის ომში - სტარმერმა უპასუხა: "ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში არ ჩავერთვებით".
პრემიერ-მინისტრმა დაიცვა თავისი პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ახორციელებს "თავდაცვით მოქმედებებს" "ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლის, ბრიტანული ინტერესებისა და, რა თქმა უნდა, რეგიონში ჩვენი მოკავშირეების" დასაცავად.
სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავ დაიცავს საკუთარ ინტერესებს და იმუშავებს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, თუმცა დასძინა: "ჩვენ ამ ომში ჩათრევას არ ვაპირებთ".
ავტორ(ებ)ი :