30.03.2026 18:01
პლატფორმა MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა გემებმა სრუტის დატოვება გასული კვირის პარასკევსაც სცადეს, თუმცა უსაფრთხოების რისკების გამო, სრუტის დატოვება ვერ მოახერხეს.
MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, გემებმა ჰორმუზის სრუტე უკვე დატოვეს და ამჟამად ღია წყლებში იმყოფებიან.
28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ იერიშების დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა. ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის.
ავტორ(ებ)ი :