თუ ხვალ გადავწყვეტთ ჩვენი ძალების ევროპიდან გაყვანას, ეს ნატო-ს დასასრული იქნება - მარკო რუბიო 31.03.2026 00:52

აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ჟურნალისტმა რუბიოსთვის კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ, ზოგიერთი ევროპელის აზრით, აშშ-ს არ სურს ნატო-სთან თანამშრომლობა.

„ჩვენ ათასობით ჯარისკაცი და მილიარდობით დოლარი გავგზავნეთ. ეს ყველაფერი ევროპის დასაცავად გავაკეთეთ და არა აშშ-ის დასაცავად. აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის. თუ ხვალ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან, ეს იქნება ნატო-ს დასასრული და მათ ეს იციან. ვინც ამას გეუბნებათ, არაკეთილსინდისიერია და თამაშობს", - აღნიშნა რუბიომ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ