31.03.2026 16:16
რასაც ახლა ვხედავთ, სულ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაზრდის ნიშნები აქვს, რომელსაც ზოგიერთმა უკვე „ახალი მსოფლიო ომი" უწოდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა თქვა, რომ აშშ და ისრაელი ცდილობენ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ირანის წინააღმდეგ წაქეზებას.
„აშშ და ისრაელი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ირანსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრებიც კი დააპირისპირონ", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი მზადაა, შუამავლობა და სხვა სახის დახმარება გაუწიოს სპარსეთის ყურეში კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას.
„ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია სამხედრო ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, იქნება ეს ირანში თუ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში, რომლებიც ასევე განიცდიან ამ სიტუაციის სერიოზულ და ნეგატიურ შედეგებს", - აღნიშნა ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი :