მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა 31.03.2026 21:05

 

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

„სქაინიუსის" ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს ერთ ბარელზე 5%-ით გაიზარდა და 118.6 დოლარს გადააჭარბა.

ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 9 მარტს 119.5 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ცნობისთვის, თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ