01.04.2026 18:31
ირანის ხელისუფლება ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს.
როგორც „როიტერი" წერს, ბულგარეთის პარლამენტის დეპუტატმა, სტანისლავ ბალაბანოვმა წარადგინა 18 მარტის ჩანაწერი, რომელშიც ირანის მთავრობა აპროტესტებდა ბულგარეთის ვასილ ლევსკის აეროპორტში ამერიკული თვითმფრინავების დაშვებას და მათი საწვავით შევსებას.
ჩანაწერში ირანი აცხადებს, რომ „იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად".
„ბულგარეთის თავზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად არცერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ დაიშვება. ჩვენ ირანულ მხარესთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ", - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარინ რაიკოვმა.
ცნობისთვის, ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის დახურა, იტალიამ უარი თქვა სიგონელას ბაზაზე ამერიკული საჰაერო ხომალდების გაჩერებაზე, ხოლო საფრანგეთმა ამერიკულ და ისრაელის თვითმფრინავებს, რომლებსაც იარაღი გადააქვთ, საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
ავტორ(ებ)ი :