Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე 01.04.2026 19:53

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

უწყების მინიშნებით, მათ დაიკავეს ტერიტორიის ის მცირე ნაწილი, რომელიც 2022 წლის შემდეგ მათთვის მიუწვდომელი რჩებოდა.

სააგენტო Reuters-მა ვერ შეძლო საბრძოლო მოქმედებების შესახებ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება, ხოლო უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრონტის ხაზის ცვლილება არ მომხდარა.

ლუგანსკის ოლქის 99%-ზე მეტი - იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელთა ანექსიაც რუსეთმა 2022 წელს გამოაცხადა - უკვე დიდი ხანია რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

„სამხედრო დაჯგუფება „დასავლეთის" ქვედანაყოფებმა დაასრულეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" განთავისუფლება", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ