03.04.2026 22:11
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებულნი, ვთქვათ, ჩინეთის დომინირებაზე, და არც აშშ-ის არაპროგნოზირებადობის წინაშე აღმოვჩნდეთ ზედმეტად დაუცველნი. ამასთანავე, სწორედ ამიტომ არსებობს მანევრირების შესაძლებლობა, გარკვეული სივრცე".
მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა აღიარა აშშ-ის გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში, მან მიიჩნია, რომ „პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ წამყვანი ქვეყნები - ისინი, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ - თავად იწყებენ საერთაშორისო წესრიგის საფრთხის ქვეშ დაყენებას".
მან ასევე დაგმო ირანის წინააღმდეგ ომი - „ოპერაცია, რომელიც ამერიკელებმა მხოლოდ ისრაელელებთან ერთად გადაწყვიტეს" - და ირონიულად აღნიშნა, რომ ახლა ისინი წუხან იმის გამო, რომ არ ეხმარებიან მოკავშირეები, რომლებთანაც კონსულტაციები არ გაუვლიათ, თუმცა ეს მოკავშირეები მაინც უმძიმეს დარტყმას იღებენ ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის გამო.
ავტორ(ებ)ი :