ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი 03.04.2026 23:57

 

ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

როგორც მელონიმ იტალიურ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს აშშ-სთან ურთიერთობისა და ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების კრიტიკის შესახებ ჰკითხა, განსაკუთრებით იტალიის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კონტექსტში. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიამ უარი განაცხადა ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენების დაშვებაზე, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

„როგორც ადრე, მე მჯერა, რომ გეოპოლიტიკურ დონეზე ევროპას აშშ-სთან ურთიერთობის გაწყვეტით დიდი სარგებელი არ აქვს. თუმცა, ჩვენი საქმე, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა და როდესაც არ ვეთანხმებით, ეს უნდა ვთქვათ და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვეთანხმებით", - განაცხადა მელონიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ