05.04.2026 11:49
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტ ირანულ სამიზნეს, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ცაჰალის" ცნობით, ცენტრალურ და დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეებს შორის იყო დრონების წარმოებისა და გაშვების ადგილები, ბალისტიკური რაკეტების სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში "მასშტაბური დარტყმის" შედეგად ირანელი სამხედრო ლიდერების დიდი ნაწილი დაიღუპა და აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
როგორც CNN-ი წერს, ვიდეოსა და დარტყმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თეთრ სახლს მიმართეს.
ავტორ(ებ)ი :