05.04.2026 22:12
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, „სახიფათო თამაში დაასრულოს". მისივე თქმით, ტრამპის უგუნურ ნაბიჯებს „ყველა ოჯახი ცოცხალ ჯოჯოხეთში შეჰყავს".
სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს.
ამასთან, ღალიბაფი ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებების შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა".
„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს. არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა", - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ცნობითვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, აშშ ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ირანს ხიდებისა და ელექტროსაგდგურების ნგრევა ელდება მთელ ქვეყანაში. ტრამპი თეირანს ვადას სამშაბათამდე აძლევს.
ავტორ(ებ)ი :