07.04.2026 14:13
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, პოლიციას და შეიარაღებულ პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ორი თავდამსხველი მოკლეს, მესამე კი დააკავეს. ორმხრივი სროლის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ.
შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.
ავტორ(ებ)ი :