07.04.2026 17:38
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „უზარმაზარი შეცდომა" დაუშვა, როდესაც აღმოსავლეთიდან ნავთობისა და ბუნებრივ აირის იმპორტზე უარი თქვა. ვენსმა ამის შესახებ ბუდაპეშტში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვენსმა ასევე უკრაინის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ომის დასრულება კიევის საუკეთესო ინტერესებშია.
„მართლა მჯერა, რომ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება არის უკრაინის საუკეთესო ინტერესებში, ევროპის და უნგრეთის საუკეთესო ინტერესებში და ასევე შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებში. ამ კონფლიქტის მარცვალი რეალურად დიდი ხნით ადრე დაითესა, ვიდრე ბრძოლა დაიწყებოდა. ის დაითესა მაშინ, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, ისე ღრმად შევიდოდნენ კონკრეტულ ენერგეტიკულ მოდელში, რომ საკუთარ თავს მოკვეთდნენ აღმოსავლეთიდან მომავალი ნავთობისა და ბუნებრივ აირისგან. ეს მაშინაც უზარმაზარი შეცდომა იყო და აშკარაა, რომ ახლაც უზარმაზარი შეცდომაა.
სასაცილოა, როცა მესმის, რომ ადამიანები, მაგალითად, ჩემს პრეზიდენტს ადანაშაულებენ პრორუსობაში. ჩემმა პრეზიდენტმა ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მსოფლიოში. ეს ასუსტებს რუსეთს, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს ჰქონდეთ გონივრული ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა მათი მომხმარებლები ნაკლებს იხდიდნენ. ასევე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კონფლიქტი მოხდება, შეეძლოთ ჩვენზე დაყრდნობა და არა სხვა ქვეყანაზე ენერგიის მისაღებად.
ამიტომ ჩემთვის ძალიან ირონიულია, რომ ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ადანაშაულებენ, არიან პირები, რომლებმაც თავიდანვე შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი ეკონომიკა", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „სისხლისღვრა შეწყდეს" და „უკრაინასა და რუსეთთან კომერციულ ურთიერთობებს დაუბრუნდეს".
ავტორ(ებ)ი :