რომის პაპი - იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია 07.04.2026 23:54

 

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.

მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„როგორც ყველამ ვიცით, იყო ასეთი მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად მიუღებელია", - განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, ლეო XIV-მ „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს" მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ