ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა - „ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს, ჩვენი ხელები კვლავ სასხლეტზეა და მტრის მცირედ შეცდომასაც სრული ძალით ვუპასუხებთ“ 08.04.2026 09:37

ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ამავდროულად, როგორც ირანში აცხადებენ, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ომის დასრულებას არ ნიშნავს.

„ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს. ჩვენი ხელები კვლავ სასხლეტზეა და მტრის მხრიდან მცირედ შეცდომასაც კი სრული ძალით ვუპასუხებთ", - აღნიშნულია ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარასკევიდან ირანი ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ