ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი შესაძლებლობა. ჩაიწერონ -პიტ ჰეგსეტი 08.04.2026 17:10

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ამერიკის მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიისას გვერდში არ დაუდგნენ.

ამასთან, ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჰყავს ნამდვილი მოკავშირეები, რომლებმაც ომის დროს სიმამაცე გამოავლინეს. მან მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს ნამდვილ მოკავშირეებს გადავუხდიდით მადლობას სიმამაცისთვის. მათ ბრძოლის ველზე გამოიჩინეს უნარი და მზაობა. დანარჩენმა მსოფლიომ და ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი შესაძლებლობა. ჩაიწერონ", - განაცხადა ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ