ირანული მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა 08.04.2026 19:56

 

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მანამდე განაცხადა, რომ ლიბანი შედიოდა ისრაელს, აშშ-სა და ირანს შორის დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, თუმცა ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლაზე" თავდასხმები გაგრძელდება.

ოთხშაბათს ისრაელმა განახორციელა ის, რასაც თავად უწოდა ქვეყანაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმები ომის დაწყების დღიდან.

სააგენტო Fars-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სრუტის გადაკვეთის უფლება მხოლოდ ორ ნავთობტანკერს მისცეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ