08.04.2026 22:16
ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ამას სინანულის მომგვრელი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ფიცის დამრღვევ შეერთებულ შტატებსა და მის სიონისტ პარტნიორს, რომლებიც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობენ. თუ ძვირფასი ლიბანის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და რეგიონში მავნე აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო ციტირებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ოფიციალურ პირის განცხადებას, რომლის თქმითაც, დაჯგუფება „ჰეზბოლაზე" თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.
„ნებისმიერი თავდასხმა ამაყ „ჰეზბოლაზე" წარმოადგენს თავდასხმას ირანზე. სამხედრო ველი ემზადება მძიმე პასუხისთვის ისრაელის რეჟიმის სასტიკ დანაშაულებზე", - ამბობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელი.
ავტორ(ებ)ი :