09.04.2026 23:47
სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, განიხილება თუ არა ქვეყნის რკინიგზის ქსელის ახალ კონცესიურ მართვაში გადაცემის საკითხი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სომხეთში ვიზიტის დროს.
„ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით" დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ინტერესს იჩენს. ბევრია ასეთი. ჩვენ, მათ შორის, ყაზახეთმა, წინადადებები უნდა წარგვიდგინონ. ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, გამოიყენონ სომხეთში გამავალი სატრანზიტო მარშრუტები ექსპორტისა და იმპორტის ჯაჭვებში, ასევე მათ მიერ მოწოდებულ სატრანსპორტო მომსახურებაში", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ავტორ(ებ)ი :