"ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, რითაც დიდ სამსახურს ვუწევთ მთელ მსოფლიოს" - დონალდ ტრამპი 11.04.2026 18:09

 

"ტრამპის აკვიატებით" შეპყრობილნი, დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოს ირანი "იმარჯვებს", მაშინ როცა სინამდვილეში ყველამ იცის - ისინი აგებენ და თანაც დიდი ანგარიშით!" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, "ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს."

"ფეიკ ნიუს მედიამ" ნდობა საბოლოოდ დაკარგა - თუმცა, სიმართლე ითქვას, მას ის არც არასდროს ჰქონია. "ტრამპის აკვიატებით" შეპყრობილნი, დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოს ირანი "იმარჯვებს", მაშინ როცა სინამდვილეში ყველამ იცის - ისინი აგებენ და თანაც დიდი ანგარიშით!

მათი ფლოტი განადგურებულია, საჰაერო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო თავდაცვის სისტემა პარალიზებულია, რადარები კი - უმოქმედო. რაკეტებისა და დრონების ქარხნები, თავად შეიარაღებასთან ერთად, დიდწილად აღგვილია პირისაგან მიწისა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი მრავალწლიანი "ლიდერები" ცოცხლები აღარ არიან.

ერთადერთი, რაც დარჩათ, არის მუქარა, რომ რომელიმე გემი შესაძლოა მათსავე ნაღმს "დაეჯახოს". სხვათა შორის, მათი ნაღმმზიდის ოცდარვავე კატარღაც ზღვის ფსკერზეა. ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, რითაც დიდ სამსახურს ვუწევთ მთელ მსოფლიოს, მათ შორის: ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, საფრანგეთს, გერმანიასა და ბევრ სხვას. გასაოცარია, რომ მათ არ ჰყოფნით გამბედაობა ან ნება, ეს საქმე საკუთარი ძალებით შეასრულონ.

ძალიან საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნის ცარიელი ტანკერები ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მოემართებიან, რათა ჩვენი ნავთობით დაიტვირთონ.'' - წერს დონალდ ტრამპი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ