ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი 11.04.2026 21:05

 

პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს ცენტრალურ ევროპაში. უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. 13 საათში, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება. ვინ იქნება შემდეგი პრემიერი - ვიქტორ ორბანი, თუ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარი? - გადაწყვეტილება უნგრელმა ხალხმა უნდა მიიღოს.

საქართველოს ხელისუფლება, უნგრეთის არჩევნებში მხარდაჭერას ვიქტორ ორბანს უცხადებს. 

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში და უნგრელ ხალხს თავს მოახვიოს ის ნარატივი, რომელიც აბსოლუტურად უნგრელების გადასაწყვეტია. მათიკაშვილის თქმით, ეს სცენარი საქართველომ უკვე ნახა საპარლამენტო არჩევნებზე:

"ჩვენ ხვალ დავაკვირდებით, როგორც უნგრეთისთვის, ასევე მთლიანად ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს, სადაც პრაქტიკულად არიან დაპირისპირებული საარჩევნო მარათონში ძალები, რომლებიც ერთი მხრივ წარმოადგენს ოჯახური ღირებულებების, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, ყველა ამ მოცემულობის დამცველ ბასტიონს ევროპაში და მეორე მხრივ, არიან ძალები, რომლებიც დაფინანსებულები და მხარდაჭერილები არიან ევრობიუროკრატიის მიერ. ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე. დღეს იგივე ხდება უნგრეთში. მცდელობა ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში და უნგრელ ხალხს თავს მოახვიოს ის ნარატივი, რომელიც აბსოლუტურად უნგრელების გადასაწყვეტია. ჩვენთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია იყოს ევროკავშირის ქვეყნებში ხელისუფლებაში იყოს შესაბამისი ძალები, რომლებიც იქნება იმ ღირებულებების თანხვედრაში, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, რასაც იზიარებს საქართველო. დანარჩენი, რა თქმა უნდა, უნგრეთის და უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ