12.04.2026 14:25
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ახლა აშშ-ის ჯერია, გადაწყვეტილება მიიღოს, შეძლებს თუ არა ირანის ნდობის მოპოვებას.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ღალიბაფი წერს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებამდე ირანი კეთილ ნებასა და მზაობას გამოხატავდა, თუმცა წინა ორი ომის გამოცდილების გამო, მეორე მხარისადმი ნდობა არ გააჩნდა.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, პაკისტანში აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას ირანულმა მხარემ გარკვეული ინიციატივები წარადგინა, მაგრამ ამერიკულ მხარეს ნდობის მოსაპოვებლად საკმარისი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მოლაპარაკებები, ღალიბაფის შეფასებით, „ინტენსიური" იყო.
ცნობისთვის, ირანის პარლამენტის სპიკერი პაკისტანში, შეერთებულ შტატებთან გამართულ მოლაპარაკებებზე თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
ავტორ(ებ)ი :