12.04.2026 14:28
მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა კი ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებაა, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ეს კომენტარი მან ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ევროპა ახლა რთულ პერიოდს გადის. ბრიუსელში ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, მაგრამ უნგრეთი ყოველთვის მშვიდობას აირჩევს. არ ვაპირებთ იარაღის გაგზავნას და ჩვენი ხალხის საფრთხის შექმნას. უნდა შენარჩუნდეს ეკონომიკური სტაბილურობა, დაცული უნდა იყოს ჩვენი საზღვრები და ჩვენი სუვერენიტეტი. არავის აქვს უფლება გვითხრას, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობს ისე, როგორც ზოგიერთს ეგონათ. სანქციები უფრო მეტად აზიანებს ევროპას, ვიდრე მათ, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გონივრული პოლიტიკა და არა იდეოლოგიური გადაწყვეტილებები.
უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში", - აღნიშნა ორბანმა.
ავტორ(ებ)ი :