ჯორჯია მელონი: დონალდ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის მიმართ მიუღებელია 13.04.2026 21:56

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპ ლეო XIV-ის შესახებ მისი განცხადების გამო გააკრიტიკა.

მელონის თქმით, დონალდ ტრამპის კრიტიკა რომის პაპის მიმართ მიუღებელია.

„პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის მიმართ მიუღებლად მიმაჩნია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და სწორი და ნორმალურია, რომ ის მშვიდობისკენ მოუწოდებს და ომის ყველა ფორმას გმობს",- განაცხადა მელონიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ - სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია". მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ