13.04.2026 22:07
„მეორე მხარე" დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად „კარგი სამუშაო" გასწია.
„შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვიკავშირდა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი დათანხმდებიან", - განაცხადა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში შევიდა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუშინ ჰორმუზის სრუტეში 34-მა გემმა გაიარა.
„გუშინ 34 გემი გაიარა ჰორმუზის სრუტეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ სულელური ჩაკეტვის დაწყების შემდეგ", - წერს ის.
ავტორ(ებ)ი :