მასუდ ფეზეშქიანი: რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები? 14.04.2026 23:07

 

რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, მტკიცედ უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ფეზეშქიანის თქმით, ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის.

„ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, არ გვინდა ომი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თავს თუ დაგვესხმებიან, მტკიცედ დავდგებით. რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? რა იყო ამის მიზეზი? ჩვენ ვინმეს დავესხით თავს? რაიმე კანონი დავარღვიეთ? ყველასთან ვამბობთ - მიგვიღეთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ჩვენ მის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ. თქვენც უნდა დაემორჩილოთ იმავე წესებს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც განვითარებას და ცნობიერებას უწყობს ხელს. სად წერია საერთაშორისო სამართალში, რომ ომის დროს შეიძლება ხიდებზე თავდასხმა? საავადმყოფოების, კლინიკების, უნივერსიტეტების დაბომბვა? ქარხნების განადგურება?" - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპული ქვეყნები ისრაელის მიმართ მათი პოზიციების გამო შეაქო. კერძოდ, ფეზეშქიანმა შეაქო ექვსი ქვეყნის, მათ შორის ესპანეთის, იტალიისა და თურქეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დარტყმების კრიტიკის გამო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ