კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას 15.04.2026 18:17

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.

„ჩემი პოზიცია ირანის ომთან დაკავშირებით თავიდანვე ნათელი იყო. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომში ჩათრევას", - განაცხადა სტარმერმა დღეს თემთა პალატაში, როდესაც მას ტრამპის კომენტარების შესახებ ჰკითხეს.

„ეს არ არის ჩვენი ომი. ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია და ეს ზეწოლა მოიცავდა იმასაც, რაც გუშინ ღამით მოხდა", - განუცხადა სტარმერმა დღეს პარლამენტის წევრებს.

„მე არ ვაპირებ აზრის შეცვლას. მე დათმობაზე არ წავალ. ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ვიცი, სად ვდგავარ", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ