El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს 15.04.2026 21:21

 

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais.

ევროკომისია, ირანის ომით გამოწვეული ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში, ელექტროენერგიის ქსელის ტარიფებში მეტ გამჭვირვალობას ითხოვს.

ევროპა ცდილობს შეამსუბუქოს ელექტროენერგიის, გაზისა და საწვავის გადასახადებზე ის გავლენა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია.

კონფლიქტის მოსახლეობაზე ზემოქმედების შესამცირებლად, ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, აამოქმედონ დაუყოვნებლივი მხარდაჭერის ზომები მოწყვლადი შინამეურნეობების, სექტორებისა და ინდუსტრიებისთვის.

ბრიუსელი განიხილავს გადაუდებელ ზომებს, როგორიცაა კომპანიებში კვირაში, სულ მცირე, ერთი დღით სავალდებულო დისტანციური მუშაობის შემოღება, საზოგადოებრივი შენობების დახურვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირება. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა კომისიის მიერ მომზადებულ ღონისძიებათა პაკეტის პროექტს, რომელიც გამოცემა El Pais-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ბრიუსელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაზი და ნავთობი კვლავ დომინირებს გათბობის სისტემებში, მრეწველობასა და ტრანსპორტში, რაც ევროპულ შინამეურნეობებსა და საწარმოებს - განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესსა და ენერგოტევად ინდუსტრიებს - მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი მერყეობის წინაშე დაუცველს ტოვებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ