ჯორჯია მელონი - იტალია დაინტერესებულია უკრაინასთან ერთობლივი წარმოების განვითარებით 15.04.2026 22:47

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ რომი მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა უკრაინასთან, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელონის თქმით, იტალია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.

„დეტალურად განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. იტალია განსაკუთრებით დაინტერესებულია ერთობლივი წარმოების განვითარებით, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულებით, სფეროში, სადაც უკრაინა ბოლო წლებში წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდა", - აღნიშნა იტალიის პრემირ-მინისტრმა.

როგორც მელონიმ განმარტა, უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი არ არის.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სტრატეგიული აუცილებლობაც არის, რადგან საუბარია არა მხოლოდ კიევის ღირსებაზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზე ფართო გაგებით", - განაცხადა მელონიმ.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომი განაგრძობს რუსეთის მიმართ ეკონომიკური ზეწოლის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ