17.04.2026 16:05
მომავალ თვეში დანიშვნის შემდეგ, უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
მადიარის მტკიცებით, ევროკომისიის პრეზიდენტს და ყველა ევროპელ ლიდერს ნათლად განუცხადებს, რომ უნგრეთი ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით და არ მიიღებს არანაირ პაქტს ან განაწილების მექანიზმს.
„ჩვენ შევინარჩუნებთ სამხრეთ სასაზღვრო ღობეს. რა თქმა უნდა, ასევე შევავსებთ ახლა არსებულ ხვრელებს, რადგან ამ სასაზღვრო ღობეზე ხვრელებია. ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გავათავისუფლებთ უნგრეთის ციხეებიდან 2 200 საბოლოოდ გასამართლებულ ადამიანით მოვაჭრეს, არ გადავიყვანთ მიგრანტებს სლოვაკეთის საზღვარზე, თუ ეს არის ის, რაც ჩვენ სლოვაკ სოციალისტ მეგობარს საარჩევნო კამპანიაში სურს. ჩვენ გულწრფელად ვსაუბრობთ და ნამდვილად გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან. არსებობს მიგრაციის ლეგალური ფორმები და ისინი უნდა იყოს დაცული", - აღნიშნა პეტერ მადიარმა.
ავტორ(ებ)ი :