17.04.2026 20:04
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობას უხდის.
„ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის. გმადლობთ!" - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ირანული პორტების ბლოკადა ძალაში რჩება, ვიდრე შეთანხმება ყველა საკითხზე სრულად არ იქნება მიღწეული.
„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა ირანთან მიმართებით სრული ძალითა და ეფექტით დარჩება, ვიდრე ირანთან ჩვენი ტრანზაქცია 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორ(ებ)ი :