დონალდ ტრამპი - აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის 17.04.2026 23:09

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის.

„ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „ბირთვული მტვერი" და დასძინა, რომ ის „ძალიან მალე" იქნება ამოღებული. როგორც სააგენტო „როიტერი" განმარტავს, ტრამპის მიერ ნახსენებ „ბირთვულ მტვერში" იგულისხმება გასული წლის ზაფხულში აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული ბირთვული ობიექტების ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები.

რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, გავრცელებული ცნობით, ირანი ფლობს 60%-მდე გამდიდრებულ 400კგ-ზე მეტ ურანს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ